მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება
რომან კაკულიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში კანონპროექტი მზადდება, რომლის მიხედვითაც, შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება.

შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში კანონპროექტი მზადდება, რომლის მიხედვითაც, შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება.

რომან კაკულიამ საკანონმდებლო რეგულაციებზე ისაუბრა, რომლებიც შრომის უსაფრთხოების დაცვას ეხება.

“დღეისთვის ეს სფერო დარეგულირებულია “შრომის კოდექსის” 35-ე მუხლით, ასევე “წიაღის შესახებ” კანონითა და მთავრობის სპეციალური დადგენილებით, რომელიც ასეთი ტიპის შახტებში უსაფრთხოების ნორმებს ადგენს. “წიაღის შესახებ” კანონის მიხედვით, დამსაქმებელს გაწერილი ვალდებულება აქვს, რათა უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს, იმ პირთა წრე განსაზღვროს, რომელთაც კანონის შესაბამისი ქმედებები უნდა შეიმუშაონ და პერიოდულად, ამ წესებთან დაკავშირებით, საწარმოში მომუშავე ადამიანების ინსტრუქტაჟი და ინფორმირება გააკეთონ. ამ ყველაფერს გამოძიება შეისწავლის.

წინასწარი მონაცემებით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც თვითმხელებისგან გვაქვს, ასეთი მოსაზრება იკვეთება, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ადგილზე. ცხადია, ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს“,-აღნშნა კაკულიამ.

newposts.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …