მთავარი » სოციალური » შრომა » შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული 200 საწარმოდან რეკომენდაციები მხოლოდ 30-40%–მა გაითვალისწინა
შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული 200 საწარმოდან რეკომენდაციები მხოლოდ 30-40%–მა გაითვალისწინა

შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული 200 საწარმოდან რეკომენდაციები მხოლოდ 30-40%–მა გაითვალისწინა

შრომის ინსპექციამ ამოქმედებიდან დღემდე ჯამში 200 საწარმო შეამოწმა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია „კომერსანტთან” აცხადებს, რომ დარღვევები ძირითადად ეხებოდა უსაფრთხოების ნაწილს, მათ შორის იყო ელექტროუსაფრთხოება, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების განთავსების არ არსებობა შესაბამის ადგილებში, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის შტატის არ არსებობა და ასე შემდეგ.

ჯგერანაია ამბობს, რომ დაახლოებით 2-3 თვეში რეინსპექტირება იგეგმება,რომლის მიზანია ის, კომპანიებმა რამდენად გაითვალისწინეს შრომის ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაცია/შენიშვნები. 

მისივე განმარტებით, თუ გასული წლის მონაცემებს გავითვალსინებთ, ამ კუთხით შედეგები პოზიტიურია. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაცია და წინადადების გათვალისწინება კომპანიებისთვის სავალდებულო არ არის, მათმა უმრავლესობამ შრომის ინსპექციის რეკომენდაციები გაითვალისწინა – ზოგმა ნაწილობრივ, ზოგმა სრულად.

აღმოჩნდა, რომ კომპანიების 30-40-მა პროცენტმა რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა. 50 პროცენტმა – ნაწილობრივ, კომპანიების 10 პროცენტში რეაგირება არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შრომის ინსპექციამ შეამოწმა ისეთი კომპანიები, როგორებიცაა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ტყიბულის შახტები და ჭიათურის მაღაროები.

ჯგერანაია განმარტავს, რომ მონიტორინგის პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება და მოხდება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების შემოწმება.

შეგახსენებთ, “დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის, საწარმოო ტრამვების შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირებისა და პრევენციის, შრომის პროდუქტიულობის ზრდის, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, შექმნას მექანიზმი შრომის ნორმების შესრულების საზედამხედველო ორგანოს – შრომის ინსპექციის სახით”, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც გასული წლის 18 თებერვლით თარიღდება.

სახელმწიფომ შრომის ინსპექცია 2015 წლის თებერვალში  შექმნა და ბიუჯეტიდან ამისთვის 4 მილიონი ლარიც გამოყო (2015 წელი). 2016 წელს კი ამ მიმართულებით 4 მილიონ 25 ათასი ლარია გამოყოფილი.

commersant.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …