მთავარი » სოციალური » შრომა » შრომის ბაზრის სახელმწიფო პროგრამაზე ბიუჯეტიდან 785 ათასი ლარი დაიხარჯება
პროგრამის ამოცანები შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა და განვითარება,პროგრამის ბიუჯეტი 785 ათასი ლარია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

შრომის ბაზრის სახელმწიფო პროგრამაზე ბიუჯეტიდან 785 ათასი ლარი დაიხარჯება

მთავრობამ შრომის ბაზრის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.

პროგრამის ამოცანები საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა და განვითარება, მონაცემთა შეგროვების მეთოდიკის დანერგვა, სპეციალური კვლევების ჩატარება, შრომის ბაზრის სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

პროგრამის სამიზნე ჯგუფები კი საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამუშაოს მაძიებლები, ბიზნეს სუბიექტები, საგანმანათლებლო დაწესებულებებია.პროგრამის ფარგლებში უნდა ჩატარდეს სპეციალური ტრეინინგები, მოხდეს მოძიებული ინფორმაციის გაანალიზება და შესწავლა.

პროგრამის ბიუჯეტი 785 ათასი ლარია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.პროგრამის განხორციელება  ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტს დაევალა.

commersant.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …