დღეს, მთავრობამ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარადგინა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სტრატეგია განუყოფელი ნაწილია იმ რეფორმისა, რომლსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მისივე თმით, ბოლო წლინახევრის განმავლობაში დასრულდა შრომის ბაზრის კვლევა, სადაც გამოიკვეთა სუსტი წერტილები, რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები იმისთვის, რომ სამუშაოს მაძიებლების მაქსიმალური დაკმაყოფილება მოხდეს.
“ხშირად დამსაქმებლისთვის კვალიფიკაცია არასაკმარისია. გამოიკვეთა მოთხოვნადი პროფესიები და მთავრობას აქვს გეგმა, თუ როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს, გადამზადდნენ, შეიძინონ ახალი პროფესიები და გახდნენ მოთხოვნადები ბაზარზე. ამასთან, დავეხმაროთ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში.
მოთხოვნად პროფესიებში შედის 52 პროფესია, მასში არის ძალიან ფართო სპექტრი წარმოდგენილი, აქ არის სერვისის მიწოდებები, ფინანსური აღრიცხვა.
თვითონ სტრუქტურა საკმაოდ რთულია, თუმცა, უტყუარად ვიცით, რა არის მოთხოვნადი პროფესიები. შეიქმნა მოდულები ამ პროფესიებში გადამზადებაში. შეიქმნა ინსტრუმენტები, რომლითაც ჩვენ პროაქტიულად აღმოვაჩენთ ამ პროფესიაში გადამზადების მსურველებს, გადავამზადებთ და დავეხმარებით, რომ იმ დამსაქმებელმა, რომელმაც მოგვაწოდა მოთხოვნა ამ პროფესიებზე, ჩართული იყოს გადამზადების პროცესში. ანუ მაქსიმალური შანსი უნდა მიეცეთ სამუშაოს მაძიებლებს, რომ გახდნენ მოთხოვნადები ბაზარზე და მარტივად დაიწყონ მუშაობა“, – განაცხადა სერგეენკომ.