მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » შხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შშმ პირთა საკითხებზე
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობს.

შხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შშმ პირთა საკითხებზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და პოლონეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგატები სამინისტროს , თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდებიან და ფონდის – მარტყოფის, ძევერის, კოჯრისა და დუშეთის ფილიალებს მოინახულებენ.

მხარეები ერთმანეთს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სერვისების მართავასა და მიღწეულ შედეგებზე, თვითმმართველობის რგოლის გაძლიერების, გარემოს, ინფრასტრუქტურის ადაპტირებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით გამოცდილებას გაუზიარებენ.

პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საკითხებში მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის დირექტორი მიროსლავ პრზევოზნიკი ხელმძღვანელობს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და პოლონეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს თანამშრომლობის პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით 2012 წლიდან ხორციელდება.

პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და 23 სექტემბერს დასრულდება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …