მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » შიდსის მკურნალობის დაფინანსება 2018 წლიდან მთლიანად სახელმწიფოზე გადავა
შიდსის მკურნალობის დაფინანსება 2018 წლიდან მთლიანად სახელმწიფოზე გადავა, - აღნიშნული განცხადება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის გახსნაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელიამ გააკეთა.

შიდსის მკურნალობის დაფინანსება 2018 წლიდან მთლიანად სახელმწიფოზე გადავა

შიდსის მკურნალობის დაფინანსება 2018 წლიდან მთლიანად სახელმწიფოზე გადავა, – აღნიშნული განცხადება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის გახსნაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელიამ გააკეთა.

”2015 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო შიდსის მკურნალობის დამოუკიდებლად დაფინანსება. წლების განმავლობაში ამას „გლობალური ფონდი“ უზრუნველყოფდა. 2015 წლიდან პირველი ჯგუფის მედიკამენტებს სახელმწიფო აფინანსებს. 2018 წლიდან, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ შიდსის მკურნალობის დაფინანსება გადავა სახელმწიფოზე“, – აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიან ივანუშამ მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების სტატისტიკაზე ისაუბრა.

„ევროპაში ყოველდღიურად ინფიცირების 400-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამ მხრივ, სიტუაცია განსაკუთრებით რთულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა ჩაიტაროს ტესტი, რათა გაიგოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მიიღოს მკურნალობა, რომელიც საქართველოში უფასოა და გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი“, – განაცხადა ივანუშამ.

აღსანიშნავია, რომ “ემხრობი შიდსის დამარცხებას!“ – ამ ლოზუნგით, გაერო-ს შიდსთან ბრძოლის პროგრამამ ახალი კამპანია დაიწყო, რაც პრევენციას, ტესტირებას, გამოვლენას, 0 დისკრიმინაციას, ინვესტიციას, ზიანის შემცირებასა და ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

2016 წლის 11 თვის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრში აივ-ით ინფიცირების 6065 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 2016 წელს – 663, ხოლო გასულ წელს – 717.

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე, 1-ელ დეკემბერს, მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში, 1987 წლიდან აღინიშნება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …