მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » შემუშავებული იქნა C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ახალი ელექტრონული სისტემა
მიმდინარე წლის მაისის თვეში შემუშავებული იქნა C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც განთავსებულია ელექტრონული ჯანდაცვის პორტალზე

შემუშავებული იქნა C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ახალი ელექტრონული სისტემა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, მიმდინარე წლის მაისის თვეში შემუშავებული იქნა C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც განთავსებულია ელექტრონული ჯანდაცვის პორტალზე www.ehealth.moh.gov.e“ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ადმინისტრირება და ფინანსური მართვა” განყოფილებაში მისამართზე www.stop-c.moh.gov.ge.

C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ახალ ელექტრონულ სისტემაში სრულად არის გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს მონაცემების გაცვლას სხვადასხვა საინფორმაციო სისტემებთან. სისტემა არის ვებ ტექნოლოგიებით შექმნილი და მუშაობს ნებისმიერი მობილური მოწყობილობის გამოყენებით (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური ტელეფონი), რაც უზრუნველყოფს მონაცემების რეგისტრაციას როგორც სტაციონარულ პირობებში, ასევე საველე პირობებში. 

სისტემამ ფუნქციონირება დაიწყო 2017 წლის 26 მაისიდან და მიმდინარე წლის ივლისის თვიდან სავალდებულო რეჟიმში ამუშავდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ახალი ელექტრონული სისტემის დანიშნულებაა, უზრუნველყოს ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა გამოკვლეული (დასკრინული) ბენეფიციარის შესახებ მონაცემების ონლაინ რეგისტრაცია სტანდარტიზებული სახით, შესაბამისი ვალიდაციების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მონაცემთა მაღალი ხარისხი მათი შემდგომი ანალიზის მიზნით.

სისტემის უმთავრესი დანიშნულებაა სახელმწიფო რეალურ დროში ფლობდეს (ნაცვლად რესტროსპექტულისა) ინფორმაციას ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების რაოდენობის შესახებ მათი ასაკობრივი, სქესობრივი და ტერიტორიული ერთეულების ჭრილში. სისტემაში უახლოეს პერიოდში განხორციელდება ინფორმაციის შეგროვება C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების შესახებ ჯანდაცვის სხვადასხვა ელექტრონული სისტემებიდან ონლიაინ რეჟიმში, რათა შესაძლებელი გახდეს დაავადებული პაციენტების მკუნრალობის კომპონენტში ჩართვის მიდევნება.

სახელმწიფოს ექნება საშუალება მოახდინოს კომუნიკაცია იმ ადამიანებთან რომლებიც არ არიან ჩართული მკურნალობის კომპონენტში, მათი შემდგომში სამკურნალო პროგრამაში ჩართვის უზრუნველსაყოფად.

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …