ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, დღეს ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მედიკამენტებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდააა, ამდენად, შემოდგომიდან 200-ზე მეტ მედიკამენტზე ფასი დაიწევს.
„ვფიქრობ, პირველადი მოხმარების ე.წ. ესენციუმ მედიკამენტებზე წვდომა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზრდება. გეგმის მიხედვით, შემოდგომიდან 200 ან მეტ მედიკამენტზე ფასი დაიწევს. ამის ორი ძირითადი ინსტრუმენტი არსებობს – კონკურენციის გაზრდა და ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის უზრუნველყოფა, რომ იაფმა, მაგრამ უხარისხო მედიკამენტებმა ეს ნიშა არ დაიკავოს“ – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.