საქართველოს პარლამენტის წევრი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე ჯენერიკების თემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სასურველია ჯენერიკ მედიკამენტებზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს:
„ჯენერიკ მედიკამენტებთან დაკავშირებით, ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს, სასურველია, ამ მიმართულებით საზოგადოების უკეთ ინფორმირება და ამასთან, ინფორმაცია უნდა იყოს გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ყველასთვია. შესაბამისად, ჯენერკების მიმართ ნდობის ხარისხი აუცილებლად გაიზრდება“.
რაც შეეხება მედიაკამენტების მწარმოებელ ქვეყანას, პარლამენტარი პრობლემას ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული ქარხნის გეოგრაფიულ მდებარეობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
„მთავარია მწარმოებელი კომპანია იყოს სანდო და ხარისხიან მედიკამენტების ამზადებდნენ. მითუმეტეს, თუ მედიკამენტებს აქვს ხარისხის კონტროლი გავლილი და კომპანიას ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატიც, საეჭვოც არაფერია. შემიძენია ინდური წარმოების მედიკამენტი და უკმაყოფილო ნამდვილად, არ დავრჩენილვარ – ის ეფექტური და სანდოა“, – განაცხადა გოგი ქავთარაძემ.