მთავარი » სოციალური » შრომა » შეხვედრა პროფესიულ კოლეჯებთან
სახელმწიფო აფინანსებს მომზადება-გადამზადების მსურველებს სასურველ პროფესიულ კოლეჯებში განათლების მისაღებად, აგრეთვე ეხმარება მათ სტაჟირებაში.

შეხვედრა პროფესიულ კოლეჯებთან

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, დასაქმების დეპარტამენტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ქვეყანაში მოქმედ პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო, 2016 წელს განსახორციელებელი, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა პროგრამის მიმწოდებლებთან (პროფესიულ სასწავლებლებთან) ერთად. 

მომზადება- გადამზადების სახელმწიფო პროგრამა სამუშაოს მაძიებლებსა და ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს გადამზადდნენ მათთვის სასურველ პროფესიაში, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტო მათ აწვდის ინფორმაციას შრომით ბაზარზე ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროფესიების შესახებ, რაც ზრდის მათი სწორად გადამზადებისა და სამუშაოს მოძიების შესაძლებლობას.

სახელმწიფო აფინანსებს მომზადება-გადამზადების მსურველებს სასურველ პროფესიულ კოლეჯებში განათლების მისაღებად, აგრეთვე ეხმარება მათ სტაჟირებაში. პროფესიულმა სასწავლებლებმა და კოლეჯების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, შეხვედრაზე წარმოადგინეს ინფორმაცია საკუთარი ტექნიკური ბაზის შესახებ, ისაუბრეს შემოთავაზებზე, სასწავლებლებში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე.

დასაქმების დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია შეიქმნას სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების გეგმა, რათა დამსაქმებელს შესთავაზოს პროფესიული კადრი. პროგრამის ფარგლებში მსურველთა მიღება აგვისტოში გამოცხადდება, თავად პროგრამა სექტემბრიდან განხორციელდება და 3 თვეს გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე კობა სონღულაშვილი, დასაქმების პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი მარი ბეზარაშვილი და ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

სოციალური მომსახურების სააგენტო

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …