მთავარი » სოციალური » შრომა » შეხვედრა გაიმართა კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტისთვის
დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ხარაგაულის სოფელ ზვარეში ჩინურ კომპანიაში არსებული შრომის დავის გადაჭრასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა გაიმართა კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტისთვის

დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ხარაგაულის სოფელ ზვარეში ჩინურ კომპანიაში არსებული შრომის დავის გადაჭრასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია და მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი – მედიატორი ლევან ჟორჟოლიანი ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა. მხარეებმა სადაო საკითხები განიხილეს, დაინტერესება და მზადყოფნა გამოთქვეს პრობლემის გადასაჭრელად და შრომითი დავის აღმოსაფხვრელად. ჩინეთის საელჩოს მხრიდან შეხვედრას ჩინეთის კონსული ლიუ ბო, ატაშე და ჩინური კომპანიის (შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …