შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული JCI სააკრედიტაციო კომიტეტის მთავარ კონსულტანტს ფრანსინ ვესტერგარდს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირების სისტემა განიხილეს. ასევე იმსჯელეს JCI აკრედიტაციის სისტემის დანერგვის შესაძლებლობებზე. საუბარი შეეხო ინფექციების კონტროლის საკითხსაც. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.