მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამის ფარგლებში გადამზადებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 6 პირი ბათუმის ერთ-ერთ ბრენდულ სასტუმროში დასაქმდა.
ბენეფიცირების სამუშაო პირობებს დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე გაეცნო. შეხდვერისას გაირკვა, რომ აღნიშნული სასტუმრო კიდევ 6 შშმ პირს დაასაქმებს.
პროგრამის მიზანია მსგავსი კატეგორიის მქონე მოქალაქეებისთვის ანაზღაურებადი სამუშაო გარემო-პირობებისა და შრომითი ბაზრის შექმნა.