შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ანგარიშს წარადგენს, განაცხადა რომ С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანებისთვის სამეგრელო- ზემო სვანეთში დამატებითი ცენტრი შეიქმნება.
მისი თქმით, სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში სხვა რგიონებთან შედარებით, С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების რიცხვი ორჯერ მეტია.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, საქართველოში С ჰეპატიტის აღმოფხვრისთვის მედიკამენტების ახალი თაობა შემოვა. მისივე ინფორმაციით, ასევე მოხსნილია ბენეფიციარებისთვის ზედა ბარიერი და С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში წელიწადში 30 000 მდე ბენეფიციარს შეუძლია პროგრამაში ჩართვა, თვეში დაახლოებით 2500 პაციენტის მიღებაა შესაძლებელი.