მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სერგეენკო ფარმა-ინდუსტრიის წარმომადგენლებს: ვერავის შეაშინებთ, დაკავდით თქვენი საქმით!
ძალიან გთხოვთ, დაკავდით თქვენი ფარმა ინდუსტრიით. დაანებეთ თავი ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის კრიტიკას,-მიმართა ფარმა-ინდუსტრიის წარმომადგენლებს სერგეენკომ

სერგეენკო ფარმა-ინდუსტრიის წარმომადგენლებს: ვერავის შეაშინებთ, დაკავდით თქვენი საქმით!

“ძალიან გთხოვთ, დაკავდით თქვენი ფარმა ინდუსტრიით. დაანებეთ თავი ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის კრიტიკას”,- ასე მიმართა ფარმა-ინდუსტრიის წარმომადგენლებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ “საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, პროგრესი და საერთაშორისო შეფასება”, კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე.

“მე არ მინდა ზედმეტად რიხიანი თქმა გამომივიდეს, შეიძლება, ამ დარბაზში არიან საშუალო კალიბრის, ან მსხვილი ფარმა ინდუსტრიის წარმომადგენლები. შეიძლება, რომელიმე მათგანს აქვს იმის ილუზია, ახალი გავლენების სფერო მოიპოვა და რაღაც შეტევებს განახორციელებს. ძალიან გთხოვთ, დაკავდით თქვენი ფარმა ინდუსტრიით.

დაანებეთ თავი ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის კრიტიკას. თუ რამე შენიშვნები გაქვთ, საგაზეთო სტატიების მაგივრად  მობრძანდით და ღიად განაცხადეთ ამის შესახებ. ეს თქვენ არ გეკადრებათ და ამით ვერავის შეაშინებთ“,- განაცხადა სერგეენკომ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …