მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით სერგეენკო: ეპიდემიის არა, ინფექციის გადატანის გარკვეული რისკი არსებობს
შემოდგომიდან პირველადი მოხმარების 200 მედიკამენტის ფასი შემცირდება

დავით სერგეენკო: ეპიდემიის არა, ინფექციის გადატანის გარკვეული რისკი არსებობს

ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ თბილისში დღეს ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს, თუმცა არსებობს ინფექციის გადატანის გარკვეული რისკი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ ჩართვისას განაცხადა. 

როგორც მინისტრმა განმარტა, მიწასთან, ტალახთან მუშაობა შესაძლოა პოტენციურად იყოს ტეტანუსის რისკის მატარებელი.
დავით სერგეენკოს თქმით, პროფილაქტიკის მიზნით ტარდება შესაბამისი ვაქცინაცია და ინსტრუქტაჟი.

“ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ თბილისში დღეს ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს, თუმცა არსებობს ინფექციის გადატანის გარკვეული რისკი. ინფექციების გავრცელების რისკი არანაირი სახით არ არის დაკავშირებული იმ ცხოველების გვამებთან, რომლებიც მიწაში არიან მოთავსებულები.

რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიწასთან, ტალახთან მუშაობა შესაძლოა, პოტენციურად იყოს ტეტანუსის რისკის მატარებელი. ამაზე ჩვენ ძალიან დეტალურ ინსტრუქტაჟს ვუტარებთ არა მხოლოდ მოხალისეებს, არამედ ყველას. მათ უტარდებათ შესაბამისი ვაქცინაცია.

რაც შეეხება პროფილაქტიკას, თუ როგორ უნდსა დაიცვან თავი ამაზე ისინი ღებულობენ ახსნა-განმარტებას. ეს არის დახურული ტანსაცმლის, პირბადის და ხელთათმანის გამოყენება, ინფექციების რისკი შემოიფარგლება სწორედ ამითი.

პოტენციური რისკი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დაზიანდებოდა წყალსადენი და იქ მოხვდებოდა გარემოს დაბინძურებული წყლები, საბედნიეროდ ასეთი შემთხვევები არ აღინიშნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …