მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » სერგეენკო: C ჰეპატიტის პროგრამა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზეც ვრცელდება
პროექტი ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო კონვენციის მონაწილე და ასევე ლტოლვილის სტატუსის მქონე ადამიანებზე.

სერგეენკო: C ჰეპატიტის პროგრამა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზეც ვრცელდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება, როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე, ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე.

სერგეენკომ ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის ჯანდაცვისთვის, 160 ათასი ადამიანისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ეს პროექტი ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო კონვენციის მონაწილე და ასევე ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე ადამიანებზე“, – განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იმ პატიმართან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც სახალხო დამცველმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, სასჯელაღსრულების სამინისტრო იმსჯელებს.

„რაც შეეხება ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევას. ვფიქრობ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო იმსჯელებს ამაზე, არის სპეციალური კომისია, რომელსაც შეუძლია მსჯელობა კონკრეტულ გამონაკლისებზე და ამისთვის ნამდვილად არ არის საჭირო ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა“, – აღნიშნა სერგეენკომ.

სახალხო დამცველის ცნობით, რუსთავის N17 დაწესებულებაში C ჰეპატიტით დაავადებულ პატიმარს მკურნალობაზე სახელმწიფო უარს ეუბნება იმიტომ, რომ იგი საქართველოს მოქალაქე არ არის.

ომბუდსმენის რეკომენდაციით, მთავრობის დადგენილებაში უნდა შევიდეს ცვლილებები იმგვარად, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების მსგავსად, ხელმისაწვდომი იყოს პენიტენციურ სისტემაში მოთავსებული შესაბამისი მკურნალობის საჭიროების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის.

info9.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …