მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სექტემბრიდან მოსახლეობას პრეპარატებზე უფრო მეტ ხელმისაწვდომობას შევთავაზებთ
სექტემბრიდან მოსახლეობას პრეპარატებზე უფრო მეტ ხელმისაწვდომობას შევთავაზებთ -ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო ფონდი “კურაციო”.

სექტემბრიდან მოსახლეობას პრეპარატებზე უფრო მეტ ხელმისაწვდომობას შევთავაზებთ

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” საქართველოში სამედიცინო სისტემის კვლევის მონაცემებს აქვეყნებს. 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სექტემბრიდან მოსახლეობას პრეპარატებზე უფრო მეტ ხელმისაწვდომობას შესთავაზებენ.

„მნიშვნელოვან წარმატებად აღიარებულია ქვეყანაში განხორციელებული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც საშუალება მისცა სახელმწიფოს, რომ იზრუნოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე.

მნიშვნელოვანია ასევე რეკომენდაცია, რომ გაიზარდოს ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პრეპარატებზე. აქაც ჯანდაცვის სამინისტრო კომიტეტთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და სექტემბრიდან ჩვენ უკვე მოსახლეობას შევთავაზებთ უფრო მეტ ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …