მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების რეგულაციები მალე ამოქმედდება
მინისტრის თქმით, აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით სულ 2 საკითხი რჩება დასაზუსტებელი, რის შემდეგაც რეგულაციები მალე ამოქმედდება.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების რეგულაციები მალე ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის რეგულირების შესახებ ცვლილებები მალე ამოქმედდება.

ასე უპასუხა მინისტრმა „კომერსანტის“ შეკითხვას, თუ რატომ არ მოხდა ამ დრომდე თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების მექანიზმების ამოქმედება მაშინ, როდესაც რეგულაციების ამოქმედება ჯერ კიდევ 2013 წელს იყო დაანონსებული.

მინისტრის თქმით, აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით სულ 2 საკითხი რჩება დასაზუსტებელი, რის შემდეგაც რეგულაციები მალე ამოქმედდება.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი არსებობდა, თუ არ ვცდები 2010 წლიდან. არ იყო განსაზღვრული ამ კონტროლის ადმინისტრირების საკითხები. ამ მხრივ რამდენიმე ათეული, შეიძლება 100-მდე საკითხი იყო დასაზუსტებელი: ვის, როგორ, გარდამავალი შეზღუდვა, ნაწილობრივი შეზღუდვა და ა.შ. უკლებლივ ყველას გაეცა პასუხი, რჩება 2 ტექნიკური საკითხი, რომელზეც, ვფიქრობ, მალე დასრულდება მუშაობა და ეს რეგულირება უკვე ამოქმედდება“,- აცხადებს დავით სერგეენკო.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …