მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლიურია
საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლიურია, - ამის შესახებ ლევან კალანდაძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში "59 წამი" განაცხადა.

საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლიურია

საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლიურია, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში “59 წამი” განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტულ ფაზარზე 50-მდე კომპანიაა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.

“ბაზარზე ძირითადი მოთამაშეები, ამინდის ძირითადი შემქმნელები მხოლოდ 3-4 კომპანიაა, ეს ის კომპანიებია, რომლებიც როგორც მედიკამენტების იმპორტის, ასევე ფარმაცევტული ქსელის ოპერირების თვალსაზრისით ძირითადი დომინანტები არიან და ბუნებრივია, 4 კომპანიას შორის დაშვება იმისა, რომ გარკვეული მონოპოლიური ფასის ან კარტელური გარიგების შესახებ რაიმე ფარული შეთანხმება შეიძლება არსებობდეს, – ეს სავსებით ბუნებრივია.

სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ და კონკურენციის სააგენტომ დღემდე ვერ გასცა პასუხი და საზოგადოების ეჭვი სავსებით ლეგიტიმურია მონოპოლიური შეთანხმებებისა და გარიგებების შესახებ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …