მთავარი » ახალი ამბები » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საფრთხე არ ემუქრება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ხელისუფლება გაადრძელებს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას..ამ პროგრამას საფრთხე არ ემუქრება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საფრთხე არ ემუქრება

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებს არჩევნებამდე და მის შემდგომაც შეეძლებათ.

ხუნდაძის განმარტებით, აღნიშნულ პროგრამას არანაირი პრობლემა არ ემუქრება.

“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ხელისუფლება გაავრცელებს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ეს გაგრძელდება, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგაც. ამ პროგრამას საფრთხე არ ემუქრება”,- აღნიშნა ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე.

მისი თმით, თუ ვინმეს სოციალურად დაუცველის სტატუსი ეკუთნის და დღემდე დახმარებას ვერ იღებს, სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება.

“მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის უმუშევრობის გადასახადი, ეს არ არის სიღარიბის აღმოფხვრის პროპგრამა, ეს არის სოციალურად დაუცველთა დახმარება სახელმწიფოს მხრიდან”,- განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძემ ასევე განაცხადა, რომ მკაცრად გადამოწმდება სოციალური აგენტებისა და მათი ხელმძღვანელების საქმიანობა და თუ გულგრილობა და საბოტაჟი გამოიკვეთება, ისინი მკაცრად დაისჯებიან.

ამასთან, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ სოციალურ თემატიკა პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ.

pia.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …