საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ობიექტებში არსებული მდგომარეობის განხილვის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა. სასწავლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი ესწრებოდნენ.
მთავრობის წევრებს ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებსა და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში სააგენტოს უფროსმა, ზაზა დოლიძემ წარუდგინა.