მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტი სამჯერ უფრო მოთხოვნადია, ვიდრე – თურქეთში

საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტი სამჯერ უფრო მოთხოვნადია, ვიდრე – თურქეთში

100 ათას მოსახლეზე სამედიცნო ფაკულტეტის კურსდამთავრებულების რაოდენობით საქართველოს ევროპის ქვეყნებთან შედარებით ორჯერ მეტი მაჩვენებელი აქვს. ამის შესახებ საუბარია  საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში.

კერძოდ, თუ საქართველოში 100 ათას კაცზე სამედიცინო ფაკულტეტის 23,44 კურსდამთავრებული მოდის, ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 11,4-ია. თურქეთში – 6,5

უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთა დიდი რაოდენობა  განაპირობებს  ექიმების სიჭარბეს საქართველოში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა სპეციალისტები აგრძელებენ დიპლომისშემდგომ და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებზე სწავლას. დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე ევროკავშირის შესაბამის მაჩვენებლებს ორ ჯერზე მეტად აღემატება. რაც შეეხება ექთნებს, როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნულა, ქვეყანაში ექთნების დეფიციტია.

„მიუხედავად  გამოხატული სიჭარბისა, ექიმები არათანაბრად არიან განაწილებული ქვეყნის მასშტაბით და, ძირითადად, დედაქალაქში კონცენტრირდებიან (70%),“- აღნიშნულია სტრატეგიაში.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …