მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საქართველოში პირველი DRIVE-აფთიაქი გაიხსნა

საქართველოში პირველი DRIVE-აფთიაქი გაიხსნა

საქართველოში პირველი Drive thru სააფთიაქო ქსელი გაიხსნა. დრაივზე სააფთიაქო მომსახურების მიღება ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ლოკაციაზეა შესაძლებელი. აფთიაქში მეორე ჯგუფის მედიკამენტების, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებების და ასევე, ბავშვთა კვების შეძენა მანქანიდან გადმოუსვლელადაა შესაძლებელი.

ახალი კონცეფციის აფთიაქი მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული და დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

„მთავარი იდეა და კონცეფცია ამ აფთიაქის შექმნის იყო ის, რომ ადამაინებისთვის შეგვექმნა მაქსიმალური კომფორტი, დაგვეზოგა დრო და მისი ენერგია საპარკინგე ადგილების ძებნის, რიგში დგომის და ა.შ. რაც სხვა სააფთიაქო ქსელებში არ მოგვწონდა და მოგვწონდა გავაერთიანეთ ერთი იდეაში.“ – ამბობს Dr. Drive-ის თანადამფუძნებელი მანიკა იაშაღაშვილი.

როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, მომხმარებლის მხრიდან ინტერესი და მომართვიანობა დღითიდღე მზარდია. ორი წლის თავზე კომპანია გაფართოებას და მთელი ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტი ობიექტის გახსნას გეგმავს.

„2 წლის თავზე მინიმუმ 25 ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. თბილისიდან დაწყებული ბათუმის ჩათვლით ავითვისებთ გზებს. ძირითადად ისეთ მონაკვეთებს, სადაც ადამიანს უჭირს აფთიაქის პოვნა და ეს მისთვის აუცილებელია,“ – ამბობს ანიკა იაშაღაშვილი.

business-partner.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …