მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საქართველოში მედიკამენტებზე ფასები რეგიონში ყველაზე დაბალია
ტენდენცია არის არა მარტო სომხეთში, არამედ აზერბაიჯანში, რუსეთში და შუა აზიის ქვეყნებშიც. საქართველოში მედიკამენტებზე ფასები ყველაზე დაბალია რეგიონში.

საქართველოში მედიკამენტებზე ფასები რეგიონში ყველაზე დაბალია

კომპანია PSP-ს დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, საქართველოში მედიკამენტების ფასები რეგიონში ყველაზე დაბალია.

მისი თქმით, წამლებზე ფასები მაშინ გაიზარდა, როდესაც ლარის კურსი უფასურდებოდა, თუმცა ოქრიაშვილის განცხადებით ახლა უკუპროცესი მიდის და მეზობელი ქვეყნებიდან მედიკამენტების შესაძენად საქართველოში ჩამოდიან.

“მინდა სომხეთის პარლამენტის წევრის განცხადება შეგახსენოთ, სადაც იგი აღნიშნავს, რომ სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მედიკამენტებს საქართველოში ყიდულობს ტურისტული მოგზაურობების პერიოდში, რადგან საქართველოში უფრო დაბალი ფასებია მედიკამენტებზე, ვიდრე სომხეთში.

მინდა განვაცხადო, რომ ეს ტენდენცია არის არა მარტო სომხეთში, არამედ აზერბაიჯანში, რუსეთში და შუა აზიის ქვეყნებშიც. საქართველოში მედიკამენტებზე ფასები ყველაზე დაბალია რეგიონში. მეორე საკითხია ის, რომ მედიკამენტები უფასო არასდროს არ იქნება. თუ დანერგილი იქნება თანაგადახდის თემები ამ შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება მედიკამენტების ფასები.

დაზღვევამ მედიკამენტების ფასებზე ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს. თვითონ ეს პროდუქტი უფასო ვერ იქნება, რადგან მაღალტექნოლოგიური პროდუქტია”, – განაცხადა ოქრიაშვილმა “ბიზნესკონტაქტთან” საუბრისას.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …