მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს , საბაჟო გამშვები პუნქტის “ვალეს” კონტროლის ზონაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს.
შემოსვლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქე ჯ.ს.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე სკანერით დათვალიერების შედეგად, მათ ფსევდოეფედრინის შემცველი პრეპარატი KATARIN FORTE აღმოაჩინეს, ხოლო თურქეთის მოქალაქე ს.კ.-ის ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად – პრეპარატი “NUROFEN GOLD & FLU” და პრეპარატი TYLOLHOT. ორივე მედიკამენტი ასევე შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ფსევდოეფედრინს.
აღმოჩენილი მედიკამენტების საერთო რაოდენობამ 41 აბი და 3 პაკეტი შეადგინა. ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა.