მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემა არაა სრულყოფილი
საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემა არაა სრულყოფილი. სულ რამდენიმე ფარმაცევტული კომპანიაა, რომლებსაც ბაზარი, პრაქტიკულად,გაყოფილი აქვთ.

საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემა არაა სრულყოფილი

ნინო გვასალია: საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემა არაა სრულყოფილი. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსის” პრეზიდენტი ნინო გვასალია ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ეხმაურება და ამბობს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე არაჯანსაღი მდომარეობაა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლიც მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს. 

„თავისთავად, ლარის კურსის ცვალებადობა და შესაბამისად, მედიკამენტების ფასების ზრდა ძალიან მძიმედ აისახება მოსახლეობაზე და მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. მითუმეტეს, რომ მათი შემოსავალი  იგივე დარჩა, ხარჯები კი არამარტო მედიკამენტებზე, არამედ ზოგადად ყველაფერზე მომატებულია.

აქედან გამომდინარე, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, მათ შორის განსაკუთრებით ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებების გამო პრეპარატების მუდმივი მოხმარება უწევს, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს არის ძალიან მწვავე პრობლემა და  ბევრი ადამიანი ამის გამო დგება ფინანსური კრიზისის წინაშე. სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე მაინც აუცილებელია გააჩნდეს მოსახლეობას წვდომის საშუალება ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს მათი გაღარიბება და ერთი სოციალური ფენიდან უფრო დაბალში გადანაცვლება”, – მიაჩნია გვასალიას.

„საქართველოში სულ რამდენიმე ლიდერი ფარმაცევტული კომპანიაა, რომლებსაც ბაზარი, პრაქტიკულად,გაყოფილი აქვთ. ბუნებრივია, ისინი ფასწარმოქმნის მეტ-ნაკლებად ერთიან პოლიტიკას ატარებენ. თავისთავად, ამანაც გავლენა მოახდინა მედიკამენტების ფასების ზრდაზე. არსებული არაჯანსაღი კონკურენცია დამონოპოლიები მთ შესაძლებლობას აძლევს პროდუქციაზე ფასები სურვილისამებრ დააწესონ.

რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხის კონტროლს, ევროპული მოდელს დავარქმევთ თუ სხვა სახელს, ფაქტია, რომ ნებისმიერ სფეროში, განსაკუთებით კი სამედიცინო მიმართულებით, რაზეც ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული, განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ხარისხის კონტროლს უნდა ექცეოდეს.

ბევრ ქვეყანაში არსებობს ფალსიფიკაციის სტატისტიკა, და რეალურად, საქართველოში კონტროლის სისტემა არაა სრულყოფილი და ეს ფაქტია. ამიტომ რა თქმა უნდა, აუცილებელია შესაბამისმა კადრებმა მიაქციონ ამ საკითხს ყურადღება და მოხდეს მხოლოდ ფასის შესაბამისი ეფექტური და უსაფრთხო პრეპარატების  წარმოება თუ იმპორტი. ეს კი სწორედ ხარისხის კონტროლის მაქსიმალურად მკაცრი მექანიზმითაა შესაძლებელი”, – განაცხადა ნინო გვასალიამ. 

reportiori.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …