მთავარი » დაზღვევა » საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა გაიზარდა – სექტორის 6 თვის სტატისტიკა

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა გაიზარდა – სექტორის 6 თვის სტატისტიკა

2021 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა თითქმის 29 ათასით გაიზარდა და 635,876 შეადგინა.

სტატისტიკას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. უწყების მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 17% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 16% იყო.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2021 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 194,9 მლნ. ლარს შეადგენს, ამ სეგმენტში ბაზრის ლიდერი ჯიპიაია (57.55 მილიონი ლარი, 29%). მეორე ადგილზეა იმედი L (41.40 მილიონი ლარი, 21%). მესამეზე კი „არდი“ (26.76 მილიონი ლარი, 14%).

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …