მთავარი » დაზღვევა » საქართველოში ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა 672 ათას ადამიანს აქვს, რაც მოსახლეობის 18%-ია

საქართველოში ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა 672 ათას ადამიანს აქვს, რაც მოსახლეობის 18%-ია

მიმდინარე წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 18% სარგებლობს, რაც 672,934 ადამიანს შეადგენს. სტატისტიკურ მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 640,695 იყო (17%), 2020-ში კი – 609,027 (16%).

2022 წლის 9 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია ჯამში 295,8 მილიონი ლარია. კომპანიების მიხედვით კი ბაზარი ასეა გადანაწილებული: ჯიპიაი 81.7 მილიონი ლარი, 27%; იმედი L 54.1 მილიონი ლარი, 18%; არდი 50.1 მილიონი ლარი, 17%; ირაო 22.6 მილიონი ლარი, 8%; თიბისი 20.3 მილიონი ლარი, 7%. სხვა – 67.1 მილიონი, 23%.

2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …