მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » საქართველოში ექიმების 68% ქალები არიან

საქართველოში ექიმების 68% ქალები არიან

საქსტატი გენდერულ ჭრილში ჯანმრთელობის დაცვის 2021 წლის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში მომზადდა.

სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ექიმების 68%, ანუ 15309 ექიმი ქალია, 32% (7186) კი – კაცი. ეს იმ ფონზე, როცა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობა – 412 ათასამდე კაცია, 292 ათასი კი – ქალი.

რაც შეეხება დაავადებებს, 2021 წელს სიმსიმვნის პირველი დიაგნოზი უფრო მეტ ქალს (5198) დაუსვეს, ვიდრე კაცს (4504).

თვითმკვლელობის სტატისტიკაში ლიდერები მამაკაცები არიან –  2021 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით  7 კაცმა და ერთმა ქალმა დაასრულა.

ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების რეგისტრირებულ შემთხვევებს შორის 2470 კაცი, 1972 კი ქალია.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …