მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსი 18 წელს ზემოთ მოქალაქეების 7%-ს აქვს
B და C ჰეპატიტის გავრცელების კვლევის თანახმად, საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსი 18 წელს ზემოთ მოქალაქეების დაახლოებით7%-ს აქვს.

საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსი 18 წელს ზემოთ მოქალაქეების 7%-ს აქვს

B და C ჰეპატიტის გავრცელების კვლევის თანახმად, საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსი 18 წელს ზემოთ მოქალაქეების დაახლოებით7%-ს აქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვლევის ფარგლებში გამოკითხული 6 ათასზე მეტი მოქალაქიდან 7.1 %-ს ვირუსი დაუდგინდა, რაც მისივე თქმით, ქვეყნის მთლიან მოსახლეობაზე შეგვიძლია განვაზოგადოთ.

„წელს, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა პირველი პოპულაციური კვლევა ქვეყნაში B და C ჰეპატიტების გავრცელებასთან დაკავშირებით. 4-თვიანი საველე სამუშაოების განმავლობაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დაახლოებით 6 300 ადამიანი გამოიკითხა, თუმცა 6015 მოქალაქიდან ავიღეთ სისხლის სინჯები.

წინასწარი მონაცემებით, რომელიც კიდევ ზუსტდება, თუმცა დიდ ცვლილებას არ ველოდებით, სამწუხაროდ, ისევ ვრჩებით ქვეყნად, სადაც დაავადების გავრცელება მაღალია. გამოკვლეული 6 ათასი ადამიანიდან ანტისხეულები დაფიქსირდა 7,1 პროცენტში“, – განაცხადა ამირან გაყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით კი, ბოლო კვლევაში აღნიშნული მაჩვენებელი 6,7 %-ს შეადგენდა.

ick.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …