ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული. საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს.
სახელმწიფომ ბოლო წლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად: 2015 წლიდან ხელმისაწვდომია ახალი პრეპარატით (სოფოსბუვირით) უფასო მკურნალობა 5000 პაციენტისთვის. 2016 წლიდან, ხელმისაწვდომი გახდა კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობის მქონე პრეპარატი – „ჰარვონი“. საქართველო შეირჩა ამ ინფექციის ელიმინაციის (ქვეყნის მასშტაბით აღმოფხვრის) პროგრამის განსახორციელებლად.
ელიმინაციის მიზნის მისაღწევად აუცილებელია ნარკოტიკის ინექციური მომხმარებლების 90%-ის მკურნალობის პროგრამაში ჩართვა. არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ამ მიზნის მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, _ აცნობეს მედიანიუსს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიდან.
წლევანდელი კამპანიას ორი ძირითადი მიზანი აქვს: მხარი დაუჭიროს ელიმინაციის პროგრამაში ზიანის შემცირების სერვისების პრიორიტეტიზაციას და გაზარდოს საზოგადოების და გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირებულობა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობაზე ელიმინაციის მისაღწევად. პაციენტთა და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მიზნით კამპანიას აწყობენ. კამპანიის წლევანდელი სახელწოდება „დეკრიმინალიზაციაC“ ეხმიანება წლევანდელი კამპანიის წინაშე მდგარ მიზნებს.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: თბილისში, ხუთშაბათს, 28 ივლისს, 16:00 მწერალთა სახლში (მის. მაჩაბლის ქ. #13) გაიმართება პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად პაციენტთა წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. კამპანიის ფარგლებში მსგავსი ღნისძიებები გაიმართება გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
კამპანია გაგრძელდება ქუჩის აქცია/მსვლელობით, გავრცელდება სპეციალურად შემუშავებულ საინფორმაციო მასალას, რომელიც პაციენტებს დაეხმარება პროგრამაში ჩართვას. აქცია გაიმართება 28 ივლისის 19:00 საათზე, თბილისში, მსვლელობა-რუსთაველის მეტროდან.
28 ივლისს მობილირული ამბოლატორიებით C ჰეპატიტზე სკრინინგი ზოგადი პოპულაციისთვის ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.