მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » საქართველოსა და ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ჩინეთის რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და 7 სექტემბერს დასრულდება.

საქართველოსა და ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის მინისტრის მოადგილემ, ვან პეიანმა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის, ინფრასტრუქტურული, კლინიკური დარგების სპეციალისტების გაცვლისა და საქართველოში ჩინური ტექნოლოგიების, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის დანერგვის შესაძლებლობებს მოიცავს.

დავით სერგეენკოს განცხადებით, მემორანდუმი ორი ძირითადი შეთანხმების საფუძველზე შედგა.

„აღნიშნული მემორანდუმი მოიცავს არსებული თანამშრომლობის გაფართოებას. ამის ძირითადი საფუძველი არის ორი შეთანხმება – ერთი, რომელიც ჩინეთში ვიზიტისას შედგა და მეორე – მთავრობათაშორისი შეთანხმება აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ,“ – განმარტა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

დელეგატებთან შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესწრებოდა. შეხვედრაზე ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა, სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის დედათა და ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები მიმოიხილეს.

ასევე, „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციაზე“ იმსჯელეს და სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და 7 სექტემბერს დასრულდება.

jandacvis saministro

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …