მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საქართველოს სააფთიაქო ქსელსა და კლინიკებში ძირითადად, ჯენერიკ მედიკამენტები გამოიყენება
ფასის გამო სააფთიაქო ქსელში და კლინიკებში მოთხოვნა გაიზარდა ჯენერიკებზე. ვცდილობთ გამოვიყენოთ მხოლოდ ის ჯენერიკ მედიკამენტი, რომელიც გამოცდილი გვაქვს.

საქართველოს სააფთიაქო ქსელსა და კლინიკებში ძირითადად, ჯენერიკ მედიკამენტები გამოიყენება

თბილისი (GBC) – ჯენერიკ მედიკამენტების ეფექტიანობას და გამოყენების საკითხს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე გამოეხმურა: 

“ერთსა და იმავე შემდგენლობის მედიკამენტს,  განსხვავებული დასახელებით,  სხვადასხვა ქარხანა აწარმოებს. მაგალითად, პენიცილინი უამრავი სახელწოდებით გვხდება, თუმცა მათი ქიმიური შემადგენლობა და აქტიური ნივთიერება ერთიდაიგივეა. გასათვალისწინებელია,   რამდენად ხარისხიანია პირველადი მასალა. მათ გააჩნიათ ძირითადი სახელწოდება, ანუ საერთაშორისო კლასიფიკატორით კატალოგის დასახელება. ხოლო მწარმოებელი ქარხნები უკვე უცვლიან ძირი მედიკამენტის სახელწოდებას, შეფუთვის ფორმას, სახელს და ასე შემდეგ.

მედიკამენტებს ყოფენ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, კერძოდ, თუ რომელი ქარხანა და ქვეყანა აწარმოებს მას. მაგალითად, თურქეთში შეიძლება ერთ ქალაქში რამდენიმე ქარხანა ამზადებდეს ერთსა და იმავე ძირზე დამზადებულ მედიკამენტს და მათ ჰქონდეთ განსხვავებული შეფუთვა და დასახელება.” 

ინდოეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა უამრავი მიმართულებით. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ასეთ მდგომარეობას ქვეყანაში იაფი მუშახელის არსებობას უკავშირებს.

„ინდოეთში, ჩინეთში, მალაიზიაასა და აზიის სხვა ქვეყნებში მუშახელი იაფია. ასეთი მათი  საბაზრო ეკონომიკაა, რაც  იმას არ ნიშნავს, რომ რადგან მწარმოებელი ქვეყანა ინდოეთია, ის ნაწარმი უხარისხოა. ცნობილია, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული იტალიური, გერმანული თუ სხვა ევროპული წარმოების მედიკამენტების ყველას შემადგენელი ნედლეული, ანუ ნახევარფაბრიკატი წარმოებულია ინდოეთში. თუმცა, რაც შეეხება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხს, ეს ასი პროცენტით არის დამოკიდებული ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ მაკონტროლებელ ორგანოზე – წამლის ხარისხის ინსპექციაზე.

 ნებისმიერი პრეპარატის დარეგისტრირების დროს საექსპერტო ლაბორატორიებმა უნდა გასცენ შესაბამისი დასკვნა. გამორიცხულია, სხვა გზით მედიკამენტი ბაზარზე მოხვდეს და მან მომხამრებელი  დააზარალოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ყველა მედიკამენტი  ლაბორატორიულად მოწმდება.” 

საავადმყოფოს ხელმძღვანელი მედიკამენტებზე ფასების მატების საკითხსაც შეეხო და ჯანდაცვის გადაწყვეტილებას, რომელიც  სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომის გარდას გულისხმობს, წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა და ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების აუცილებლობაც არ გამორიცხა.

 „დღეს ბრენდ მედიკამენტებს საქართველოში ნაკლებად იყენებენ, სწორედ მისი სიძვირის გამო. ძირითადად, როგორც სააფთიაქო ქსელში, ისე კლინიკებში , მოთხოვნა გაიზარდა ჯენერიკებზე. ვცდილობთ გამოვიყენოთ მხოლოდ ის ჯენერიკ მედიკამენტი, რომელიც გამოცდილი გვაქვს ჩვენ, ან ჩვენს კოლეგებს და ვუზიარებთ ერთმანეთს, თუ რომელი მათგანი უფრო ეფექტურია.”

gbc.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …