მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა ფარმადეპოს შესყიდვის პროცესი დაასრულა
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა ფარმადეპოს შესყიდვის პროცესი დაასრულა.ევექსი ყველაზე მსხვილი სააფთაქო ქსელის შექმნას გეგმავს.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა ფარმადეპოს შესყიდვის პროცესი დაასრულა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა ფარმადეპოს შესყიდვის პროცესი დაასრულა.

საქართველოში სიდიდთ მეოთხე სააფთიაქო ქსელის (ეი ბი სი ფარმაცია) შესყიდვით ევექსი ყველაზე მსხვილი სააფთაქო ქსელის შექმნას გეგმავს.

„მოხარული ვარ განვაცხადო საერთო გარიგების დასრულების შესახებ. ეს გააძლიერებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის პოზიციებს, როგორც ლიდერისას ქართულ სააფთიაქო ბაზარზე“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფარმადეპოს 100%-იანი წილის შესყიდვაზე GPC-ის ნებართვა კონკურენციის სააგენტომ უკვე მისცა. რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ABC Pharmacia-ს (ფარმადეპო) შერწყმას GPC-სთან ერთად გეგმავს და შედეგად ახალ სააფთიაქო ქსელს JSC Georgian Pharmacy-ს (GEPHA) ქმნის.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის წილი ახალ კომპანიაში 67% იქნება, დარჩენილი 33% აქციების მფლობელი კი ფარმადეპო იქნება, კერძოდ კომპანიის აქციონერები ენრიკო ბერიძე და მიხეილ აბრამიძე.  

GEPHA -ს მფლობელობაში საქართველოს მასშტაბით 230 სააფთიაქო ქსელი იქნება.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …