მთავარი » სოციალური » საქართველომ სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის კომისიების მე-11 ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ფორუმზე განიზაღვრა ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც ყველაზე დიდ გამოწვევებს წარმოშობს სოციალური დაცვის უწყებებისათვის მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველომ სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის კომისიების მე-11 ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველომ სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის (ISSA) კომისიების მე-11 ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჟენევაში ჩატარდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ასოციაციის პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის წარდგინებით, ასოციაციის ბიურომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ასოციაციის ჯანდაცვის კომისიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩია.

ასოციაციის სამდივნოს და კომისიების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სხვა რიგ აქტივობებთან ერთად, დაიგეგმა სოციალური დაცვის სფეროში არსებული, გაიდლაინების გადახედვა, მათი განახლების მიზნით.

”ფორუმზე განიზაღვრა ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც ყველაზე დიდ გამოწვევებს წარმოშობს სოციალური დაცვის უწყებებისათვის მსოფლიოს მასშტაბით. განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები”, – განმარტავენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.

სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაცია (ISSA) 1927 წელს ჩამოყალიბდა. იგი დღეს 158 ქვეყნის 334 სოციალური დაცვის ინსტიტუტს აერთიანებს და სოციალური დაცვის სფეროში მსოფლიოში ლიდერ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო გასული წლის ნოემბერში სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის (ISSA) ოფიციალური წევრი გახდა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …