საქართველო სოციალური პროგრესის ინდექსში (Social Progress Imperative) დაწინაურდა და 53-ე ადგილი დაიკავა.
წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა. წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა 70,80-ია.
რეიტინგის შესადგენად სამი მაჩვენებელი გამოიყენება: ძირითადი ადამიანური მოტხოვნილებები – კრიტერიუმში საქართველოს 100-დან 87,1 ქულა აქვს; კეთოლდღეობის შესაძლებლობები – საქართველოს ქულა 74,06-ია და შესაძლებლობები – საქართველოს 100-დან 51,2 ქულა აქვს.
ყველაზე დაბალი შეფასება საქართველოს შემდეგ კრიტერიუმებში აქვს: ტოლერანტობა – 26,3 ქულა; ხელმისაწვდომობა უმაღლეს განათლებაზე – 55,8 ქულა; ადამიანური თავისუფლება – 57,8 ქულა; ჯანმრთელობა – 62,8 ქულა.
ყველაზე მაღალი შეფასებები კი საქართველოს შემდეგ კრიტერიუმებში აქვს – პერსონალური უსაფრთხოება – 82,8 ქულა; წყალი და სანიტარია – 90 ქულა; საბაზისო ცოდნაზე ხელმისაწვდომობა – 99 ქულა.
რეიტინგში ჯამში 128 ქვეყნის მონაცემებია გაანალიზებული. პირველ ადგილს დანია იკავებს, მეორე და მესამე პოზიციაზე კი ფინეთი და ისლანდია არიან. რეიტინგში 59-ე ადგილზეა სომხეთი, ხოლო თურქეთი კი 61-ე ადგილზე, 64-ე ადგილზეა უკრაინა, ხოლო რუსეთი 67-ე პოზიციას იკავებს. რეიტინგში 76-ე ადგილი დაიკავა აზერბაიჯანმა.