ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით საპენსიო რეფორმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით ღია განხილვები მარტში დაიწყება.
,,საპენსიო რეფორმის მიმართულებით ვაპირებთ, რომ უახლოეს პერიოდში, რაც მთავარია დასრულდეს კანონის დრაფტინგი, რომელშიც ჩართულია მსოფლიო ბანკი ADB და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.
მარტიდან ჩვენ ვიწყებთ ღია განხილვებს, პირველ რიგში ბიზნესწრეებთან და ბიზნესასოციაციებთან და შემოდგომაზე კანონს შევიტანთ პარლამენტში. მისი იმპლემენტაციის პერიოდზე დღეს მსჯელობა მიმდინარეობს, როგორც მთავრობაში, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება 2018 წელი, შუა თუ წლის ბოლო ჯერ არ ვიცით, ვნახოთ,-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ.