მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სამკურნალო საშუალებები – უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი
სამკურნალო

სამკურნალო საშუალებები – უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-მაისში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 262 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 242 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 217 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).

მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 242 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 217 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3917 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია;

როგორც ”საქსტატში” განმარტავენ, მთლიან საგარეო ვაჭრობაში ექსპორტი 884 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3033 მლნ. აშშ დოლარს (9 პროცენტით ნაკლები).

ghn.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …