მთავარი » დაზღვევა » სამედიცინო დაზღვევის პოლისები წელსაც გაძვირდება  – მიზეზი ინფლაციაა

სამედიცინო დაზღვევის პოლისები წელსაც გაძვირდება  – მიზეზი ინფლაციაა

კერძო სამედიცინო დაზღვევის ღირებულება მომავალ წელს, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ფასები საშუალოდ 10-%-ით გაიზრდება ისევე როგორც გასულ წელს მოხდა. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზრდა ახალ პოლისებში აისახება, თუმცა რამდენად დიდი იქნება ფასების მატება, ამას კონკრეტული კომპანიები გადაწყვეტენ.

სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორის მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანია ფინანსური ინსტიტუტია, ის ახდენს ანაზღაურებას და ამიტომ თუ ძვირდება ის, რაც უნდა აანაზღაუროს, ავტომატურად გაძვირდება სადაზღვევო პაკეტების ფასებიც.

„სამედიცინო დაზღვევა ბაზრის თითქმის ნახევარია – 42-43%. ამ კუთხით გაძვირება იქნება ისეთი, როგორიც იქნება საშუალო სამედიცინო ინფლაცია ქვეყანაში. დღეს ეს დაახლოებით 12-15%-ია საშუალოდ. თუ ეს მაჩვენებელი დასტაბილურდება, ავტომატურად დასტაბილურდება სამედიცინო დაზღვევის გაძვირების მაჩვენებელი. საშუალოდ ასეა, თუმცა კონკრეტულ კომპანიას შესაძლოა უფრო ნაკლებად გაუძვირდეს ან კონკრეტულ კომპანიას მეტად გაუძვირდეს იმის მიხედვით, რა კონკრეტული სტატისტიკა აქვს იმ კომპანიას,“ – განაცხადა ჯაფარიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში.

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტის დევი ხეჩინაშვილის თქმით, სადაზღვევო  ინდუსტრიას ფასების ზრდა „საშინლად არ სურს“, რადგან ეს ნებაყოფლობით დაზღვევაში კლიენტისთვის პაკეტის შეძენისას დაბრკოლებაა.

ამასთან, ხეჩინაშვილის თქმით, სამედიცინო ხარჯები არის ყოველთვის მეტი, ვიდრე პოლისის ფასის ზრდა და სწორედ ამიტომ კომპანიები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ხარჯების ზრდის დაბალანსებას, რათა ფასები არ გაზარდონ.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …