მთავარი » ახალი ამბები » სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აპრილიდან ოჯახის ექიმების გადამზადებას იწყებს
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება კლინიკური ფარმაკოლოგიის მიმართულებით ოჯახის ექიმებისთვის სასწავლო ტრენინგების ჩატარებას აპრილიდან გეგმავს.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აპრილიდან ოჯახის ექიმების გადამზადებას იწყებს

jandacva.ge-ის პრესკლუბში  ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელ არჩილ მორჩილაძესა და კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირის ხელმძღვანელ რუსუდან ჯაშთან.

საუბარი შეეხო სამედიცინო პერსონალის მხრიდან მედიკამენტების არარაციონალური დანიშვნასა და ამ პრობლემის გამოსწორების გზებს.

რუსუდან ჯაშმა ყურადღება გაამახვილა კლინიკური ფარმაკოლოგიის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს საგანი უნივერსიტეტებში უნდა ისწავლებოდეს. ჯაშის თქმით, ჯანდაცვის სისტემა უწყვეტი სამედიცინო განათლების ნაკლებობას განიცდის, რის გამოც სამედიცინო პერსონალი საჭირო ინფორმაციას ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებისგან იღებს. რაც ხშირად არაკეთილსინდისიერი გარიგების მიზეზი ხდება.   რუსუდან ჯაშის აზრით,  პრობლემის აღმოფხვრის მთავარი გზა ექიმთა გადამზადებაა.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება კლინიკური ფარმაკოლოგიის მიმართულებით ექიმებისთვის სასწავლო ტრენინგების ჩატარებას აპრილიდან გეგმავს.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …