მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს რეგულაციები
საუკეთესო შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს რეგულაცია და ამ რეგულაციის მიხედვით მოახდინოს წამლის ხარისხის კონტროლი“, – აღნიშნა მარინა ცისკარიშვილმა.

სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს რეგულაციები

” სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მოხდება წამლის ხარისხის კონტროლი” . ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა პრიორიტეტად გამოაცხადა და მასზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად სამინისტროს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალური ალიანსი“ ეხმარება.

  პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე, მასში არსებულ ხარვეზებსა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე ოჯახის ექიმმა მარინა ცისკარიშვილმა ისაუბრა: 

მისი განცხადებით, კარგი იქნება, თუ რეფორმის შედეგად დაავადებათა პრევენციის ხარისხი გაიზრდება.

„დღესდღეობით ავადმყოფის მიღება პროფილაქტიკის მიზნით არ ხდება, ასევე პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება პროფილაქტიკის მიზნით ანალიზების  გაკეთება. თუ ადამიანს რამე აწუხებს, მხოლოდ მაშინ ეძლევა საშუალება ანალიზები გაიკეთოს არსებული დაფინანსების ფარგლებში. როცა მოდის პაციენტი და მეუბნება, რომ სურს ამა თუ იმ ანალიზის გაკეთება, მე ვალდებული ვარ აღვნიშნო რატომ გახდა კვლევის ჩატარება საჭირო“, – მიაჩნია ოჯახის ექიმს.

მისი თქმით, მეორე და ასევე მნიშვნელოვანი საკითხია მედიკამენტების ფასები და ხარისხი.

„ყოველთვის ვცდილობთ ოჯახის ექიმები ვიცოდეთ მედიკამენტების ღირებულება, თუმცა ამასთან ერთად უფრო მნიშვნელოვანია წამლის ეფექტიანობა და ხარისხია. ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალი ფარმაკომპანია შემოდის საქართველოს ბაზარზე. მოდიან დისტრიბუტორები და აქებენ წამლებს, მაგრამ მე, როგორც ექიმმა ხომ უნდა ვიცოდე ნამდვილად ეფექტიანია თუ არა. ამაზე პასუხისმგებელი, ჩემი აზრით, სწორედ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს. ეს ძალიან რთული საკითხია.

სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის სხვადასხვა დასახელების ნაკლებად ცნობილი პრეპარატები. ხშირად მქონია შემთხვევა, რომ მოსულა პაციენტი კონკრეტული დანიშნულებით, რომელთა შორისაც ზოგი წამალი სრულიად უცხო არის ხოლმე, შემდეგ კი დამიდგენია, რომ ამ წამალს ნივთიერების მიხედვით ვიცნობ, უბრალოდ განსხვავებული სახელი აქვს.

საუკეთესო შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს რაიმე რეგულაცია და ამ რეგულაციის მიხედვით მოახდინოს წამლის ხარისხის კონტროლი“, – აღნიშნა მარინა ცისკარიშვილმა.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …