მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სახელმწიფომ რაღაც ფორმით უნდა იზრუნოს მედიკამენტების ფასებსა და ხარისხზე
სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, როგორც მედიკამენტების ფასებზე, ასევე მის ხარისხზე.თუ დაბალხარისხიანი იქნება წამალი ის არ იმოქმედებს ავადმყოფზე ისე, როგორც საჭიროა

სახელმწიფომ რაღაც ფორმით უნდა იზრუნოს მედიკამენტების ფასებსა და ხარისხზე

საქართველოს პარლამენტის წევრი ნანა ყეინიშვილი მედიკამენტების ფასისა და ხარისხის საკითხს გამოეხმაურა და მიიჩნევს, რომ წამლების ხარისხზე კონტროლი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს.

„მედიკამენტები საერთოდ სხვა ინდუსტრიაა. ეს ისეთი რამაა, რაც ყოველდღიურად შეიძლება დასჭირდეს ადამიანს, ხოლო ზოგიერთი მათგანი მუდმივად მედიკამენტზეა დამოკიდებული, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ, სახელმწიფომ რაღაც ფორმით უნდა იზრუნოს, როგორც მედიკამენტების ფასებზე, ასევე მის ხარისხზე.

თუ დაბალხარისხიანი იქნება წამალი და ის არ იმოქმედებს ავადმყოფზე ისე, როგორც საჭიროა, მის ფასს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – მიაჩნია ყეინიშვილს. 

„ექიმი არ გახლავართ და ვერც მედიკოსების კომპეტენციაში შევიჭრები, თუმცა ვემხრობი იმ მედიკოსებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ წამლებზე და მათ ხარისხზე კონტროლი უნდა გაძლიერდეს. როგორც მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ეს გამოიწვევს ნდობის გაზრდას, როგორც სააფთიაქო მომსახურების, ისე ჯანდაცვის კუთხით“, – აცხადებს დეპუტატი.

„ზოგადად, მე არ მქონია შემთხვევა და არც საჩივრით მოსულა ჩემთან ვინმე, რომ უვარგისი მედიკამენტი ეყიდოს. საბედნიეროდ, მსგავსი ფაქტის შესახებ არ მსმენია. ამას ემატება ისიც, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ სულ სხვა სტანდარტები შემოვა ქვეყანაში, მათ შორის მედიკამენტების ხარისხის მიმართულებითაც და ვფიქრობ, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდება“, – განაცხადა ნანა ყეინიშვილმა.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …