მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სახელმწიფომ მედიკამენტების ხარისხი უნდა აკონტროლოს
მედიკამენტების ბაზარზე ფასების ზრდას და მედიკამენტების ხარიხის კონტროლის საკითხს „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ დამფუძნებელი ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა

სახელმწიფომ მედიკამენტების ხარისხი უნდა აკონტროლოს

მედიკამენტების ბაზარზე ფასების ზრდასა და მედიკამენტების ხარიხის კონტროლის საკითხს „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ დამფუძნებელი ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა.

„მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით კონსერვატული მიდგომა მაქვს. სახელმწიფო აძლევს საშუალებას წამლის შემომტან ბიზნესმენებს, რომ აკეთონ ბიზნესი, ამ თავისუფალ სივრცეში კონკრეტულ პირებს აქვთ თავისუფალი ბიზნესის კეთების შესაძლებლობა. სამწუხარო რეალობა კი არის ის, რომ ეს კომპანიები არ გრძნობენ ვალდებულებას, რაიმე სახის სერიოზული და მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობა აიღონ თავზე“, – ამბობს გოგიჩაიშვილი.

მისი აზრით, ფარმა კომპანიების მხრიდან პაციენტების აღქმა ხდება, მხოლოდ როგორც მომხმარებლებისა.

„არადა, ამ შემთხვევაში პაციენტების არ არიან სუპერმარკეტში მიმავალი პირები, ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ ესა თუ ის მედიკამენტი. შესაბამისად, თავად ბიზნესმენებმა რომ შეღავათები გაწიონ და მომხმარებლები არ ჩააყენონ გამოუვალ მდგომარეობაში, კარგი იქნება.

ისიც ფქტია, რომ მოსახლეობა მაინც საბოლოოდ პასუხს სთხოვს სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს, და არავის გაახსენდება არც „PSP“–ს არც „ავერსის“ დირექტორები. ვინაიდან სახელმწიფო ქმნის გარემოს, უნდა მოსთხოვოს კიდეც კომპანიებს გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობის აღება ადამიანების წინაშე. თუ მათ ამის გაკეთება მათ არ სურთ, გამოჩნდებიან სხვა მოთამაშეები“, – მიაცნია გოგიჩაიშვილს.

„სახელმწიფო, კერძოდ კი ჯანდაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ მათ შეუძლიათ შექმნან ისეთი პირობები, რომ რაც შეიძლება მეტი მოთამაშე შემოვიდეს ფარმაცევტულ ბაზარზე და იყოს ჯანსაღი კონკურენცია – ეს გასაგებია, თუმცა მეორე რეალობა ის გახლავთ, რომ არიან მოთამაშეები ბაზარზე, რომლებიც ახალ მოთამაშეებს ზღუდავენ.

სწორედ ამიტომ სახელმწიფომ უნდა დააწესოს თამაშის წესები, რომლის მიხედვითაც კომპანიებს მისცემს ბიზნესის კეთების საშუალებას და ამასთანავე მოსთხოვს გარკვეული სახის სოციალურ პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე, რადგან ეს არის სფერო, რომელიც ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება. არანაირად არ მივიჩნევ, რომ სახელმწიფო მონოპოლისტი უნდა გახდეს, თუმცა ხარისხს მკაცრად უნდა აკონტროლებდეს. რა თქმა უნდა, ხარისხი უმნიშვნელოვანესია.

ვიდრე მე გავარჩევ რომელი კომპანიაა კეთილსინდისიერი, შეიძლება ამასობაში კონკრეტულმა წამალმა არ მომცეს ეფექტიანი შედეგი ან სულაც გარკვეული უკურეაქცია გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მედიკამენტების კონტროლს.

შეიძლება ვენდობოდეთ ევროპის განვითარებული ქვეყნებიდან იმპორტირებულ წამლებს, თუმცა საქართველოშიც ხომ მზადდება მედიკამენტები, მათ ვინ აკონტროლებს?! ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ პასუხისმგებელი სახელმწიფო უნდა იყოს მოსახლეობის წინაშე“– ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …