მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას
მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სახელმწიფო ცდილობს, ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციასა და ბაზარზე ახალი მოთამაშეების არსებობას, რაც მისასალმებელია.

სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას

სტეფანწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მირიან წიკლაური მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხს გამოეხმაურა. 

„მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სახელმწიფო ცდილობს, ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციასა და  ბაზარზე ახალი მოთამაშეების არსებობას, რაც  ერთი შეხედვით მისასალმებელია. ეს  აუცილებლად გამოიწვევს ფასების დარეგულირებას. მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენიმე კომპანიას შორის არ მოხდეს ფარული გარიგება და  შეთანხმებით არ დააწესონ შეუსაბამო ფასები, რაც მხოლოდ მათ მოგებაზე იმუშავებს.

დღეს აუცილებელია, ხელი შეეწყოს ჯანსაღ კონკურენციას, გამოჩნდნენ ბაზარზე  ახალი კომპანიები და შემდგომში ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს და ხარისხსაც”, – განაცხადა წიკლაურმა.

დეპუტატის გათვლებით, ბაზარზე წამლების არალეგალურად შემოტანა ნაკლებად მოსალოდნელია. ასეთ დამაიმედებელ პროგნოზს ის   საბაჟო სამსახურის და შესაბამისი სტურუქტურების წარმატებული მუშაობით ხსნის.

„კონტრაბანდული პროდუქციის შემოტანა, სურვილის მიუხედავად, ძალიან გაუჭირდება ნებისმიერს. რაც შეეხება იმ მედიკამენტების ფასს, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მასში შემავალი ნივთიერებების თვითღირებულებას, ამ შემთხვევაში ეს დამოკიდებული იქნება მედიკამენტის მწარმოებელ ქვეყანაზე. მაგალითად, ინდოეთში წარმოებული წამალი გაცილებით იაფი ეღირება, ვიდრე საფრანგეთში.

ასევე, შესაძლებელია, რომელიმე წამალი შექმნილი იყოს ერთ ქვეყანაში, თუმცა სხვა ქვეყანაში იწარმოებოდეს მისი ჯენერიკი, რომელიც გაცილებით უფრო იაფი ჯდება და ა.შ. ” – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …