მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სახელმწიფომ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს
დოლარის გაძვირება მედიკამენტების ფასსზე უარყოფითად მოქმედებს,სახელმწიფომ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და მდგომარეობა,თუნდაც სუბსიდირებით დაარეგულიროს,

სახელმწიფომ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს

მედიკამენტებზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა, რაც მომხმარებლებში სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას აწუხებს. გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ფეიქრიშვილი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა.

დეპუტატი მედიკამენტების გაძვირებას  ლარის კურსის დაცემას უკავშირებს და საზოგადოებაში უარყოფით განწყობას სწორედ ამ ფაქტს მიაწერს.

ამასთან მიაჩნია, რომ საკითხის დასარეგულირებლად გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო.

„ჩემი აზრი ნამდვილად არ განსხვავდება საზოგადოების უმრავლესობის აზრისგან. დოლარის გაძვირება ყველაფრის ფასსზე, მათ შორის მედიკამენტების, უარყოფითად მოქმედებს და ბუნებრივია, ამაზე ნეგატიური აზრი გამაჩნია.  სახელმწიფომ ეს აუცილებლად  უნდა გაითვალისწინოს და მდგომარეობა, თუნდაც სუბსიდირებით, მაგრამ მაინც დაარეგულიროს, “ – ამბობს გიორგი ფეიქრიშვილი.

დეპუტატი ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელიც  მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს,  დადებითად აფასებს:

“მისასალმებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან მოქალაქეებს შეეძლოთ მხოლოდ მაღალხარისხიანი მედიკამენტების შეძენა,“_ აღნიშნავს დეპუტატი.

gurianews.com

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …