მთავარი » სოციალური » შრომა » სახელმწიფო საწარმოებში შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება იწყება
სახელმწიფო საწარმოებში შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება იწყება,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ჯანდაცვის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმეს

სახელმწიფო საწარმოებში შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება იწყება

თბილისი (BPI) – სახელმწიფო საწარმოებში შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება იწყება, – ამას ითვალისიწნებს მემორანდუმი, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ჯანდაცვის სამინისტრომ გააფორმეს.

პროექტის განხორციელების მიზანი საწარმოებში სამუშაო ადგილზე უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნაა.

მემორანდუმი სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შრომის უსაფრთხოების ცენტრალიზებული ინსპექტირების განხორციელებას გულისხმობს. 

მემორანდუმის თანახმად, განხორციელდება სახელმწიფო საწარმოში დასაქმებულთა შრომის პირობების მონიტორინგი; ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, სახელმწიფო საწარმოსთვის წარდგენა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გაცნობა; კერძო საწარმოებში კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, ინსპექტირების დეპარტამენტი აწარმოებს შრომის პირობების მონიტორინგს, ხოლო ტრეფიკინგის შესახებ ეჭვის შემთხვევაში ინსპექტირება კომპანიაში გაფრთხილების გარეშე შედის და შრომითი ექსპლუატაციის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმე გადაეცემა საგამოძიებო ორგანოებს.

bpi.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …