მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » სახელმწიფო ქართველ ახალგაზრდებს გერმანიის კლინიკებში განათლების მიღებაში დაეხმარება

სახელმწიფო ქართველ ახალგაზრდებს გერმანიის კლინიკებში განათლების მიღებაში დაეხმარება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გერმანიის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებსა და ონკოლოგებს შეხვდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიშეხვედრის მიზანს საქართველოსა და გერმანიას შორის, სამედიცინო მიმართულებით, ურთიერთობებისა და თანამშრომლობის
გაღრმავება წარმოადგენდა.

გერმანელმა სპეციალისტებმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ბერლინის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს, გერმანიის სამედიცინო დაწესებულებებში, განათლების მიღების საშუალებას მისცემს.

ინიციატივა საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი თაობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც ისაუბრეს, რომელიც საქართველოში, წლებია, წარმატებით ხორციელდება.

შეხვედრას პროფესორი, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი ზაზა ავალიანი, ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის პროფესორი ჰელმუტ ჰანი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …