2023 წელს სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის შემოწმებაზე 150 000 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების თაობაზე მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული.
150 ათასი ლარიდან 25 000 ათასი ლარი სამკურნალო საშუალებების ნიმუშების შესყიდვაზე დაიხარჯება (წინა წელს ამ მიზნით ბიუჯეტიდან 7 ათასი ლარი იყო გამოყოფილი), 3 ათასი ლარი -მივლინების ხარჯებზე, ნიმუშების ლაბორატორიული კვლევაზე კი 122 000 ლარია გათვალისწინებული (წინა წელს ამ ნაწილის ბიუჯეტი 140 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული). შეგახსენებთ, რომ სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2022 წლის პროგრამა ასევე 150 ათასი ლარით იყო დაფინანსებული.
დოკუმენტის თანახმად, სამკურნალო საშუალების ლაბორატორიული კონტროლი, ადგილობრივი ლაბორატორიის პარალელურად, შესაძლებელია, ჩატარდეს საზღვარგარეთ.
შემოწმების პროცესში მაკონტროლებელი ორგანო ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებისაგან შეისყიდის სამკურნალო საშუალების ნიმუშს და ადგენს შეფუთვა-მარკირების, ვარგისობის, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების, დისტრიბუციის უფლებისა და სხვა, კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მდგომარეობას;~
ფალსიფიკაციისა და გაუვარგისების მაღალი რისკის კრიტერიუმების არსებობისას კი რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს სადისტრიბუციო რგოლში შესყიდული ნიმუშის/აღებული სინჯის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ნიმუშის შემდგომ ლაბორატორიულ კვლევას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 მარტამდე ქვეყანაში წამლის ხარისხის კონტროლის ეროვნული ლაბორატორია უნდა ამოქმედდეს. ეს ქვეყანაში ამ პროფილის პირველი ლაბორატორია იქნება.
jandacva.ge