მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის კონტროლს იწყებს
სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის კონტროლს იწყებს. სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2017 წლის პროგრამა სახელმწიფომ უკვე დაამტკიცა.

სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის კონტროლს იწყებს

სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის კონტროლს იწყებს. სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2017 წლის პროგრამა სახელმწიფომ უკვე დაამტკიცა.

ამ მიმართულებით მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყოფა.

ხარისხის კონტროლის პროცესში მაკონტროლებელი ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებისაგან შეისყიდის სამკურნალო საშუალების ნიმუშს და ადგენს შეფუთვა-მარკირების, ვარგისიანობის, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების, დისტრიბუციის უფლებისა და სხვა, კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მდგომარეობას.

ფალსიფიკაციისა და გაუვარგისების მაღალი რისკის არსებობისას, სააგენტო უზრუნველყოფს სადისტრიბუციო რგოლში შესყიდული ნიმუშის შემდგომ ლაბორატორიულ კვლევას.

პროექტის განმახორციელებელია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ბიუჯეტიდან გამოყოფილი 100 ათასი ლარიდან 10 ათასი მედიკამენტების ნიმუშების შესყიდვისთვის დაიხარჯება, 10 ათასი მივლინების ხარჯებისთვის, ხოლო 80 ათასი ლაბორატორიული კვლევებისთვის.

როგორც მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, პროგრამის მიზანია ფარმაცევტული ბაზრის დაცვა ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამკურნალო საშუალებისაგან.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …